_ ბატონო კოტე, თქვენ ისაუბრეთ, რა გაკეთდა 6 თვის განმავლობაში ოზურგეთში, ხომ არ ეთანხმებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო სლოგანს _ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”?
_ სლოგანი რა შუაშია? საქმის მეტი რა გვაქვს გასაკეთებელი. ინფრასტრუქტურის კუთხით რომ ვისაუბროთ, ბაღებს, ადმინისტრაციულ შენობებს და სახლებს ექსპლუატაციის ვადა დასრულებული აქვს დაახლოებით 20 წლის წინ. ასეთი შენობები არის ქალაქშიც და სოფლებშიც. ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან არის ყურადღებამისაქცევი და მანვე უნდა იზრუნოს ამ საკითხების გადაჭრაზე.
_ იმ სამუშაოებით კმაყოფილი ბრძანდებით, რაც ექვსი თვის განმავლობაში გააკეთეთ?
_ რა თქმა უნდა, რაც არის გაკეთებული კმაყოფილი ვარ და რაც ვერ შევძელით, აუცილებლად შევძლებთ და მომავალში გავაკეთებთ.
_ ხალხი დასაქმებას ითხოვს და ამ კუთხით რა კეთდება?
_ ხალხის დასაქმებაზე, უფრო კერძო სექტორი მუშაობს და ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ნელ-ნელა ჩნდება, რომ აღნიშნული სექტორი იმ წნეხისგან გამოვიდეს, რაც ადრე იყო.
_ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელმა კერძო კომპანიამ დაასაქმა ხალხი ბოლო პერიოდში?
_ ამ წუთში ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მონაცემის მოპოვება შეგიძლიათ.