ასოციაციის წარმომადგენლის ნინო ფანჯიკიძის განცხადებით, უვადო ხელშეკრულებები ხელს შეუშლის როგორც დამსაქმებელს, ასევე სამუშაოს მაძიებელს და ასოციაცია რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს ერთწლიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.
“ბიზნეს საზოგადოება უვადო ხელშეკრულებებწინააღმდეგია, მაგრამ ასევე ბიზნესს არ სურს, არსებობდეს ერთვიანი ან ორთვიანი ხელშეკრულებები. ჩვენ, მაგალითად, რეკომენდაციის სახით გვქონდა შეთავაზება, რომ ყოფილიყო ერთწლიანი ხელშეკრულებები. ის ცვლილება, რაც ახლა კანონპროექტში შედის, ითვალისწინებს უვადო ხელშეკრულებებს და ფაქტობრივად, ამით ზარალდება როგორც დამსაქმებელი, ასევე სამუშაოს მაძიებელი,” _ განაცხადა “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმსრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო ფანჯიკიძემ.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში შრომის კოდექსის კანონპროექტს განიხილავენ. სხდომას საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებიან, მათ შორის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.