კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ დამატებითი კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიარეს, რის გამოც კომიტეტში შესვენება გამოცხადდა და საბოლოოდ ხვალამდე გადაიდო.
ხუნდაძის განცხადებით, ყველა სადავო მუხლზე მოხდა შეჯერება და საბოლოო შედეგებს ხვალ კომიტეტის სხდომაზე გააჟღერებენ.
“გარკვეული აზრთა სხვაობა, გარკვეულ მუხლებთან დამოკიდებულებაში ისევ იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კონსულტაციები გაგვევლო პარლამენტის თავმჯდომარესთან. მივედით საბოლოო შეთანხმებამდე. ჩამოვაყალიბებთ ამას იურიდიულად და ტექსტობრივად, გამართული ხასიათი რომ მიეცეს, და ხვალ გავაჟღერებთ საბოლოო შედეგებს კომიტეტის სხდომაზე,” _ განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.