ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამეშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. ამ ეტაპზე უცნობია რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატადაც კი მოიაზრებოდა.
მამეშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც გვითხრეს, ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა საკრებულოს წევრებს ხვდება.