რომელიც 11 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ სხდომის დაწყება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ გამგეობის შენობასთან დილიდან შეკრებილმა ადამიანებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხსნას ითხოვდნენ.
როგორც შენობაში, ასევე შენობის გარეთ, ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ პოლიცია უფრო ქმედუნარიანი უნდა ყოფილიყო და ყველა ღონე ეხმარა, რათა სხდომა დროულად ჩატარებულიყო.
სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ პარლამენტარები როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. აქციის მონაწილეებმა მათაც მოსთხოვეს დარბაზის დატოვება.
სამტრედიის საკრებულო 25 დეპუტატისგან შედგება, აქედან 21 ნაციონალური მოძრაობიდანაა და უმრავლესობას შეადგენს.
სხდომის დამთავრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ემზარ შუბლაძე აირჩიეს.
ამ წუთებში ხმაურია როგორც შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ადგილზე რჩება მოსახლეობა და პოლიცია.