თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა კაკაბაძე 2010-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან, სხვადასხვა სამხედრო ქონების მოწოდების კუთხით თანამშრომლობდა.
ამჟამად, საქმეზე ტარდება დამატებითი საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები კონკრეტულ პირთა ბრალეულობის დადგენის მიზნით.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველო 2013 წლის 28 მაისიდან აწარმოებს საქმეს 332- მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.