ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის 2013 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 28 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში ჩატარდება. 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 31 ივლისის ჩათვლით კი, თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში.
_ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას აღნიშნულ ვადებში და ადგილას, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში 2013 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.