“დიახ, ეს იყო ქეის ოფისი, სადაც მისი ყოფილი თანამშრომლები იკრიბებოდნენ ხოლმე. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზა დანიშნულია. სახლის მეპატრონე, რომელმაც ბინა ბატონ ქეის მიაქირავა, ამბობს, რომ ბინაში გაზის მიწოდება არ ყოფილა ანუ ჩახსნილი იყო. გამოძიება კი ამბობს, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებთ,” _ ამბობს ემზარ პაქსაძე.
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შენობა, რომელიც ქირით ჰქონდა აღებული ჯოზეფ ქეის კუთვნილ კომპანია “ქართულ ფოლადს”, დღეს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის და დაგროვების შედეგად აფეთქდა. აფეთქების ზუსტი მიზეზები ამ დრომდე დგინდება.
აფეთქების შედეგად დაზიანდა მეორე მამაკაცი, რომელმაც სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო _ იგი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.