რომ სამალავში აღმოჩენილი კადრებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, უპასუხისმგებლობაა. საჯაიას თქმით, დაგეგმილია რომ იგივე კადრები პარლამენტშიც აჩვენონ, თუმცა, თავად არ აპირებს იმ კადრების ნახვას, რომელიც, მისივე თქმით, გადმოცემით იცის, რომ შემაშფოთებელია.
“ის ფაქტები, რაც აღწერილია ამ კადრებში, შემაშფოთებელია და აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება.ჰქონდა თუ არა ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი, მაგრამ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს გამოძიების დასრულებამდე _ ანიჭებს ამ ყველაფერს პოლიტიკურ ელფერს და საუბრობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა,” _ განაცხადა მარიამ საჯაიამ.