“დღეს წამების საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო საზოგადოება შეუწყნარებელია და უკომპრომისო როდესაც საქმე ეხება წამებას და დამამცირებელ მოპყრობას. წამების დაუშვებლობა- ეს ის უფლებაა, რომელსაც არავითარი საგამონაკლისო წესი არა აქვს და აბსოლუტური უფლებაა. ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი კი გახდა ბოლო წლებში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და წამების მსხვერპლი.
ამაზე ვსაუბრობდი, ვწერდი, ვიბრძოდი 2004 წლიდან, მაგრამ მაშინ ცოტანი, ძალიან ცოტანი ვიყავით და არ ისმოდა ჩვენი ხმა… უფრო მძლავრად კი ბოლო 6 წელია ვიბრძვით და რასაც ვამბობდით ეს წლები, რომ აწამებდნენ ადამიანებს ციხეებში, პოლიციაში თურმე არ ესმოდათ ხელისუფლებაში მყოფთ, დღეს გაკვირვებულები რომ გვეუბნებიან “არ ვიციდითო”.
ყველა ჩემი პრესკონფერენცია და განცხადება ასეთ ფაქტებს ეძღვნებოდა. ჩვებ ყველამ ვინც ამ ბრძოლაში ვიყავით გავიარეთ ეს სისასტიკე. დღეს ფაქტებით დასტურდება. რამდენიმე ათასი პირია უკვე დაკითხული. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა გამოვიძიოთ ყველა ასეთი ფაქტი და მოვახდინოთ რეაგირება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მსგავსი პრეცედენტი არ მოხდეს და არასოდეს არ დავუშვათ, რომ ვინმეს გაუჩდეს მსგავსი სურვილი რაიმე საბაბით აწამოს ჩვენი თანამოქალაქე. პროკურატურას აქვს დიდი ტვირთი, რომ ყველა ასეთი ფაქტი გამოიძიოს, პოლიციას აქვს ვალდებულება, რომ ყველა დაკავება კანონის დაცვით განხორციელდეს და სასამართლოს აქვს ვალდებულება ყველა კანონდარღვევაზე მოახდონოს სამართლიანი შეფასება. მოსამართლეებს რაც შეეხება, რომ არა მათ მიერ ბრმად უკანონო დავალებების შესრულება, ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც ჩადიოდნენ საჯარო მოხელეები. მახსოვს როგორ აპატიმრებდნენ ნაცემ, ნაწამებ აქციებიდან სასამართლოზე მიყვანილ ახალგაზრდებს მოსამართლეები…
მიჭირს ამის დავიწყება, იქამდე მაინც ვიდრე ისევ მათ აცვიათ მოსამართლის მანტია და საქართველოს სახელით გვიკითხავენ განაჩენებს. მათ თავად უნდა ქონდეთ შინაგანი პროტესტი დღეს მაინც, რომ საკუთარი ბრალი დაინახონ…. დღეს წამების აკრძალვის საერთაშორისო დღეა და სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მწვავედ დგას საკითხი ჩვენი ნაწამები მოქალაქეების რეაბილიტაციის და მათი დახმარების. ერთად უნდა შევძლოთ ეს. ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის.” _ წერს ბესელია საკუთარ “ფეისბუქზე”.