კერძოდ, ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვებს. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს,ექსკურსიებსა და სხვადასხვა სახის აქტივობებს კომპანია დააფინანსებს. დეტალური ინფორმაცია გამარჯვებულებს მიეწოდებათ უშუალოდ პირადი საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბავშვების შერჩევა განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. რეიტინგის მიხედვით პირველი სამი მოსწავლე – გვანცა ცინცაძე (53 ქულა), ლუკა ყაჭეიშვილი (50 ქულა) და მაგდა მამალაძე (45 ქულა) 2013 წლის აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზე გაემგზავრებიან.
სს “წყალი მარგებელი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ ეს არის საპილოტო პროექტი. ბავშვების დაბრუნებისა და მათთან გასაუბრების შემდეგ განიხილება სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება პროექტი მომავალში. სს “წყალი მარგებელი” ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს მათ წინსვლასა და წარმატებას განათლებაში, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა მოსწავლეებს მოუწოდებს აქტიურად თვალყური ადევნონ კომპანიის პროექტებს, რათა მომავალში თავადაც გახდნენ ამ პროექტების მონაწილენი. (R)