როგორც ქალბატონი მანანა “ გურია ნიუსთან“ აცხადებს, განცხადებით 17 აპრილს მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა სტიქიით დაზარალებული სახლების მდგომარეობის შესასწავლად, შექმნილი საგანგებო სიტუაციათა მართვის კომისია ჯერაც არ ამოსულა.
_ ქარი და წვიმა, რომ ამოვარდება ბავშვებიანად მეზობელთან გადავრბივართ, ან საწოლზე ჩამომჯდარი ვათენებთ ხოლმე, ბავშვები გულით დამიავადმყოფდნენ შიშით და ნერვიულობით, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, სოციალური დახმარება არ გვაქვს, ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, გაიგოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომ ასეთ გაჭირვებულებს ყურადღება მოგვაქციონ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე “ გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ოჯახს აუცილებლად ამ დღეებში მოინახულებს კომისია, რომელიც შეისწავლის და თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს ოჯახი დახმარებას საჭიროებს, მუნიციპალიტეტის გამგეობა აუცილებლად დაეხმარება.