ამ წუთებში ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, ქუჩის კალათბურთი მიმდინარეობს. კალათბურთის გურიის ფედერაციის პრეზიდენტის, ლაშა თოიძის თქმით, საქართველოში ქუჩის კალათბურთი პოპულარული ხდება.
“გუშინ ბათუმში ვიყავით, დღეს ოზურგეთში ტარდება და ფინალური თამაშები რაბათში ჩატარდება. დღევანდელ ჩემპიონატში ხუთი გუნდი მონაწილეობას, აქედან ერთი გუნდი თბილისიდანაა და ერთი კიდევ სამტრედიიდან, გურიიდან კი სამი გუნდი იბრძვის პირველობისთვის”, _ გვითხრა ლაშა თოიძემ.
ქუჩის კალათბურთის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
ქუჩის კალათბურთს ოზურგეთის მერობის კანდიდატები, ბეგლარ სიორიძე და შოთა გოგიბერიძე ესწრებოდნენ.