"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს. ცესკო საარჩევნო ბარათების დარიგებასა და ბიულეტენების ბეჭდვას დღეიდან დაიწყებს", _ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.