გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ დღეს და ხვალ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, საღამოს საათებში, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
ასევე, არსებობს სეტყვის საშიშროებაც.
"ძლიერმა წვიმამ შესაძლოა გამოიწვიოს პატარა მდინარეების ადიდება და წყალმოვარდნები. 10-დან კი გამოიდარებს. ტემპერატურაც საკმაოდ მიმატებს", _ უთხრა "გურია ნიუსს" ნიორაძემ.