12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, მუშაობას განაახლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, რომლის მიზანია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მედია საშუალებებს და ფონდის პარტნიორ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვილად მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შესახებ.
არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, მრავალეროვანი საქართველოს და საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენლები.
12 ივლისს დაგეგმილია 18 ბრიფინგი. 13 ივლისს, დილის 10 საათზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს.
დღის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეაჯამებენ არჩევნების მეორე ტურს და არჩევნების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციებს წარმოადგენენ.