ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრებ 17 წლის დავით შალიკავას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
_ დათოს, მდინარეში გადახტომისას, დაუზიანდა ხერხემლის მე-4 და მე-5 მალა. ოთხივე კიდური ტრავმირებული აქვს. მკურნალობისთვის 48 180 ევროა საჭირო. ამხელა თანხის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს დახმარების იმედად ვიყავით, _ ამბობს დავითის ბებია, ლალი შალიკავა, რომელიც საკუთარი გასაჭირის შესახებ, ერთი თვის წინ ოზურგეთში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს და გუბერნატორს ესაუბრა.
ლალი შალიკავამ პრემიერისგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღო და როგორ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი, დაპირება შესრულებულია:
_ მადლობის მეტი რა მეთქმის? ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევით, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და გუბერნატორის გიორგი ჩხაიძის დამხარებით, ჩემი შვილიშვილი გამოჯანმრთელდება და დამოუკიდებლად სიარულს ისევ შეძლებს, _ აღნიშნა ლალი შალიკავამ, რომელმაც შვილიშვილის მკურნალობის 100%-ით დაფინასების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სერგეენკოსგან მიიღო.