16 წლის ვიტალი კილასონიას, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება.
"გურია ნიუსმა“ კილასონიას ავადმყოფობის ისტორია და სრული დოკუმენტაცია გურიის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძეს გადასცა და 16 წლის მოზარდისთვის დახმარება სთხოვა.
გუბერნატორმა ჯანდაცვის მინისტრთან იშუამდგომლა და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვიტალი კილასონიას ოპერაციის თანხას ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის.
დოკუმენტაციის თანახმად, პირველადი ოპერაცია 7 500 ევრო ჯდება, თუმცა, შემდგომში მისი სრული რეაბილიტაციისთვის დიდი თანხებია საჭირო.
ამის გამო, მომავალ კვირას "გურია ნიუსი“ საქველმოქმედო აქციას მართავს, რომელშიც პარლამენტარები, ბიზნესმენები და სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთვებიან.
აქციის შესახებ დეტალურ ინფორმაცის უახლოეს დღეებში მოგაწვდით და ვიმედოვნებთ, რომ 16 წლის უნიჭიერესი ბიჭის გადასარჩენად ყველანი გავერთიანდებით!