"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი იქნება.
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ვიქნები", _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.
მიხეილ გოგოტიშვილი წინა მოწვევის საკრებულოშიც ამავე ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
"ფრაქციაში ჩემის ჩათვლით ვიქნებით ოთხი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, ნიკა დობორჯგინიძე და დათო მჟავანაძე", _ თქვა მიხეილ გოგოტიშვილმა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება, ხოლო მდივანი – ნიკა დობორჯგინიძე.