"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა, "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას 2000 ლარის გადახდა აღარ მოუწევს.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ახლა დასრულდა პროცესი", – გვითხრა კახაბერ ასკურავამ.
კახა ასკურავას ბრალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, რომან ბიწაძის და ლანჩხუთში ადგილობრივი მცხოვრებ ლილი ებრალიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება. ამ საქმის სასამართლო პროცესი კი 2014 წლის 22 სექტემბერს არის ჩანიშნული.