მიხეილ სააკაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებდა და ამის ხარჯებს ბიუჯეტი ისტუმრებდა სიცრუეა:
_ კოსმეტიკური ხარჯები სრული სიცრუეა. ეს მოკითხეთ ივანიშვილს. იგივე უთხრა "ბიბისის". "ბიბისის" ჟურნალისტმა სიცილით მითხრა ივანიშვილმა შენზე მითხრა ბოტოქსს იკეთებსო. მე უთხარი შემომხედეთ სახეზე და ახლა კარგად შეხედეთ მის სახეს. ჩვენ ორს შორის ვის აქვს კოსმეტიკური პროცედურები გაკეთებული. ეს არის დღესავით ნათელი. მე ეს არაფერში არ მჭირდება და ეს არის სრული სიცრუე. ეს არის ერთ-ერთი სიყალბე რასაც ის აკეთებს, _ აღნიშნა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ავსტრიაში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და ამას ყველა პრეზიდენტი აკეთებს:
_ ავსტრიაში ვიყავით კონფერენციაზე და სამედიცინო გამოკვლევა ჩავიტარე. რა მერე? რომელი პრეზიდენტი არ აკეთებს ამას 2-3 წელიწადში ერთხელ?! _ განაცხადა სააკაშვილმა.