სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრობლემა, წლების განმავლობაში დგას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
დღეს, სასწრაფო დახმარებისთვის არსებული მანქანები, თითქმის ყველა გამოუსადეგარია, ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული, რაც ყველაზე მეტად საფრთხეს უქმნის ავადმყოფებს.
სასწრაფოს გამოძახებიდან მანქანას ერთი საათი მაინც აგვიანდება.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსთან" განაცხადა, რომ ახალი წლისთვის, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ოზურგეთში, სასწრაფო დახმარებას ახალი მანქანები იქნება.
"კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გაფორმებულია შესყიდვის კონტრაქტი, მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მარტო ოზურგეთში, ავტოპარკი სრულად განახლდება.
პირველი ეტაპზე, მანქანები შემოვა სექტემბრის ბოლოს და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით. ოზურგეთშიც ავტოპარკი სრულად იქნება განახლებული", _ აღნიშნა სერგეენკომ "გურია ნიუსთან" საუბრისას.