დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ეს საკითხი განხილვის გარეშე დარჩა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიურო არ დაეთანხმა აღნიშნული საკითხის გატანას დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე და ხარჯებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ.