საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს სტატისტიკებზე საუბარი არაადეკვატურია.
"როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემული და დაზაფრულია, სტატისტიკით საუბარი არაადეკვატური მგონია.
დაუშვათ მჯერა, რომ ის რასაც იზორია ამბობს სიმართლეა, რომ 2011 წლის აგვისტოში იმდენივე ან მეტი მკვლელობა მოხდა; ასევე მჯერა რომ ყველა დანაშაული გახსნილია; ეს რას ცვლის?
და დღეს შს მინისტრის მოადგილის პასუხი იმაზე, რაზეც საქართველო ღელავს და დარდობს, სტატისტიკა რომ არის ეს ნორმალური არ მგონია.
არც ის მგონია ნორმალური, ყველაფრის საზომად ნაცმოძრაობა რომ გამოვიყენოთ; ადვილია იყო მათზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი ხარ; უფრო მეტიც, მას თუ ედრები მთლად კარგად არც შენ გამოიყურები
საზოგადოება იმას კი არ ელის ჩვენგან რომ ნაცების დროსაც ხდებოდა თურმე დანაშაული და იხსნება, არამედ იმას, ამ მკვლელობებთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; მომეტებულ იარაღთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; ქალების წინააღმდეგ მოძალადეებს რას ვუპირისპირებთ; ახალგაზრდების დაცვისათვის რა გეგმა აქვს მთავრობას;
სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა", _ წერს ხიდაშელი "ფეისბუქის" გვერდზე.