აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს "ლაზერი-2 თბილისის“ კუთვნილი "სონის“ ცენტრი დააყადაღა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ლაზერი-2 თბილისის“ დირექტორი ოსებ ქოქოლაძე ავრცელებს.
ქოქოლაძის განცხადებაში აღნიშნულია:
"რუსთაველის გამზირ 30-ში მდებარე კომერციულ ფართიდან სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ გამოასახლა შპს “ლაზერი-2 თბილისი” და საწარმოს ქონება ჩამოართვა.
შპს “ლაზერი-2 თბილისი” დაფუძნებიდან, 2005 წლიდან დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს მისამართზე თბილისი რუსთაველის გამზირ 30 მდებარე კომერციულ ფართში. შპს “ლაზერი-2 თბილისს” არ გაჩნდა და არ გააჩნია არავის ვალი და სრულიად გაუგებარია თუ სააღსრულებო ბიურო რა დავალიანებაზე და რა კრედიტორზე საუბრობს. შპს “ლაზერი-2 თბილისისათვის” არ წარმოუდგენიათ არანაირი დოკუმენტები, არც სააღსრულებო გადაწყვეტილება და არც გაფრთხილება. გუშინ, დილით 11 საათზე სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა შეიჭრნენ შპს "ლაზერი-2 თბილისის“ მაღაზიაში “სონი ცენტრში” (მდებარე რუსთაველის გამზირ 30) და დააყადაღეს და დალუქეს. ეს უკანონო ქმედება გასაჩივრებული იქნება საქართველოს სასამართლოში და ასევე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. მოგეხსენებათ, რომ შპს "ლაზერი-2 თბილისის“ დამფუძნებელი არის აშშ-ის კომპანია, რომელსაც უფლება აქვს წამოიწყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა სახელმწიფო დაწესებულებამ – სააღსრულებო ბიურომ“, _ აღნიშნულია ქოქოლაძის განცხადებაში.
შპს "ლაზერი-2 თბილისი“, უახლოეს 2 დღეში, ამ საკითხის ირგვლივ პრასკონფერენციას გეგმავს.