ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლდა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა და ის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
მინისტრის ბრძანებაში მითითებულ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლს კანონი შემდეგნაირად განმარტავს:
მუხლი 95. განთავისუფლება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე
პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე
მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლება, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება. მარიამ ჯაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ “სოლიდარობის ფონდს” უხელმძღვანელებს.