"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაბა ურეკის, შეკვეთილის ზოლში ძალიან მალე ცნობილი მსახიობის კოტე მახარაძის სახელობის თეატრის მშენებლობა დაიწყება.
“კოტე მახარაძეს თბილისში ჰქონდა “ერთი მსახიობის თეატრი“, ეს თეატრი დღეს აღარ არსებობს. გვინდა, რომ შეკვეთილში, სადაც კოტეს სახლი იყო დაერქვას მისი სახელი, აღდგეს მისი საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობდა. გვინდა ასევე გაკეთდეს მისი მუზეუმი, სადაც იქნება გამოფენილი მისი კოსტიუმები, სურათები და ა.შ. ასევე გვინდა აშენდეს კოტე მახარაძის ერთი მსახიობის თეატრი, ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე. მე ამის შესახებ ძალიან მალე ჩავაყენებ საქმის კურსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და კულტურის სამინისტროს”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მხატვარმა მურაზ მურვანიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არის ერთი პრობლემა, იქ სადაც კოტე მახარაძის სახლი იყო, გაყვანილია სამანქანო გზა, რომელიც თეატრის მშენებლობას ხელს შეუშლის.
კოტე მახარაძის შვილმა, მაკა მახარაძემ და მისი მეუღლე მურაზ მურვანიძე უკვე შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.