ლანჩხუთის სპორტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის ინიციატივით, გაიმართა ლანჩხუთური ფესვების მქონე, სამხედრო ქიმიკოსის ელგუჯა ურუშაძის წიგნის _ "ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის" პრეზენტაცია.
პრეზენტაციის დასაწყისში, ავტორმა ამ წიგნის დანიშნულებაზე, ღირსებასა და ნაკლზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წიგნზე მუშაობას 10 წელი მოანდომა და იგი სამხედრო მოსამსახურეებისთვისაა განკუთვნილი, რომ მათ სრული ინფორმაცია გააჩნდეთ, თუ რას წარმოადგენს და რა საფრთხის შემცველია, როგორც ქიმიური, ასევე, ბიოლოგიური იარაღი.
წიგნი ორი კარისა და 14 თავისგან შედგება. მას თან ერთვის განმარტებითი ლექსიკონიც, რომ ნებისმიერი ჯარისკაცისთვის გასაგები იყოს ყოველი უცხო სიტყვა, რომელიც ტექსტშია გამოყენებული.