გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა გუბერნიის ახალი შენობის მაკეტი გახდა, რომელის ფოტოები "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
ამ თემაზე დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით და ორგანიზატორობით დისკუსია გაიმართა.
"არ მგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შენობის აშენება ისე არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას", _ განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
მერის განცხადებას G_News TV-ის გადაცემაში „კვირის თემა“ გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ უპასუხა.
გადაცემის სრულ ვერსიას და გუბერნატორის სრულ პასუხს მალე შემოგთავაზებთ.