ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწა.
ასევე, საკმაოდ დიდი თოვლია მოსული სოფელ ქვაბღასა და ზოტში. ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან დიდთოვლობის გამო, ელექტროგადაცემის ხაზები დაწყვეტილია.
ამ წუთებში, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მაია პაიჭაძე.
"ჯერჯერობით გადაადგილების პრობლემა მოსახლეობას არ გააჩნია, მოძრაობს ტრანსპორტი, გზები იწმინდება, მობილიზებულია ტექნიკა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დახმარებისითვის სრულ მზადყოფნაშია", _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდოამარე ზაალ მამალაძემ.
მოსახლეობასთან შესახვედრად გურიის გუბერნატორსაც ელოდებიან, რომელიც ამ დროისათვის სოფელ ერკეთში იმყოფება გეოლოგებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის სოფელ ერკეთში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ოთხი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კურორტ ბახმაროზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება, აღსანიშნავია, რომ კურორტზე არავინ არ იმყოფება.