გასული კვირა გურიაში საკმაოდ დატვირთული იყო. „გურია ნიუსის“ საგაზეთო პუბლიკაციასა და საგამოძიებო ფილმს _ „როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა გუბერნიის ახალი შენობის მაკეტი იყო, რომლის ფოტოები „გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
უყურეთ „კვირის თემას“ და გაიგეთ რა კავშირშია „ბაღების სკანდალთან“ გურიის გუბერნატორი; რას პასუხობს გიორგი ჩხაიძე იმ ადამიანებს, რომლებიც გუბერნიის შენობის კულტურისა და დასვენების პარკში განთავსების წინააღმდეგ გამოდიან და სად მიიჩნევს გამართლებულად გუბერნიის ახალი შენობის აშენებას.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ რატომ თქვა უარი გადაცემაში მონაწილეობაზე ბეგლარ სიორიძემ და რა შეკითხვები არსებობს ოზურგეთის მერის მიმართ.