დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედს ესტუმრა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილეები, სპეციალისტები და სხვა პირები.
შავლიაშვილი გაეცნო სოფელ შემოქმედში სტიქიის შედეგად დაზარალებული გზების, მდინარე ბჟუჟის კალაპოტის საყრდენი კედლის აღდგენით სამუშაოებს. ადგილობივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად მიმდინარეობის გამო.
დავით შავლიაშვილმაც თავის მხრივ კმაყოფილება გამოთქვა და გააკეთა კომენტარი, რომ აღნიშნული სამუშაოები დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს.