გაეროს ქალთა ორგანიზაციამ "ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს", ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია გუშინ დაიწყო.
ასევე, ოფიციალურად გაიხსნა ახალი გლობალური კამპანია HeforShe – კაცების სოლიდარობისმოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის, რომლის მიზანია კაცების მონაწილეობის გაზრდა ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.
დღეს, კამპანიის ფარგლებში, კინომსახიობთა თეატრში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ლაშა ბუღაძის ახალი პიესის „ლისისტრატეს" თეატრალიზებულ კითხვას გამართავს, რომელიც დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეა შექმნილი.
შეგახსენებთ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში ტარდება.
კამპანიის აღნიშვნა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.