გურიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტოპარკი განახლდა. ოზურგეთის შემდე, დღეს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს ახალი ავტომობილები გადაეცათ.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითეული ადამიანისთვის. ამ დრომდე ორი ავტომობილი გვყავდა. ერთ-ერთი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც გამოძახებებზე გასვლას აგვიანებდა. ახალი ავტომობილი იმ აპარატურითაა აღჭურვილი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ხშირად გვიწევდა სუნთქვის პრობლემის მქონე პაციენტის გადმოყვანა, სასუნთქი აპარატურა არ გვქონდა და ძალიან ვწვალობდით. ახლა, ეს პრობლემა მოგვარებულია და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გვინდა გადავუხადოთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმმა პოლინა დგებუაძემ.
ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ და გამგებელი ირაკლი კუჭავაც ესტუმრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამსახურის ავარიული შენობა დაათვალიერეს და მომსახურე პერსონალს შენობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე დახმარება აღუთქვეს.
გიორგი ჩხაიძის ინფორმაციით ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს წლის ბოლომდე თითო-თითო ახალი ავტომობილი კიდევ გადაეცემა.