სამოქალაქო სექტორი, გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონის პროექტს, სამარცხვინოს უწოდებს.
აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს. ისინი შსს მიერ ე.წ გასაღების ფლობას არ ეთანხმებიან და აცხადებენ რომ 2 წარმოდგენილი კანონპროექტიდან, რომელიც მოსმენებს უკავშირდება, ყველაზე სწორი და მისაღები, ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილი ვერსიაა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს რომ, პარლამენტმა ამომრჩევლის დაკვეთა არ შეასრულა.