კანონპროექტი "პერსონალურ მონაცემთა" დაცვის შესახებ, მეორე მოსმენით უკვე მიღებულია. ამ წუთებში, "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე", პროექტს მესამე მოსმენისთვის ამზადებენ და შესაძლოა, მისი მიღება დღესვე მოხდეს.
მეორე მოსმენით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ შედგენილ კანონპროექტს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 45 დეპუტატი, აღნიშნულ ვერსიას არ დაეთანხმა.
კანონპროექტის თანახმად, ფარული მოსმენების უფლება შსს-ს რჩება. თუმცა, იქნება ორდონიანი სისტემა, ე.წ ორი გასაღები და ერთი მათგანი თამარ ქალდანის უწყებაში დარჩება.