ცოტა ხნის წინ აშშ-ში გამოვიდა მწერალ პიტერ ბისკინდის ბიოგრაფიული წიგნი: “ვარსკვლავი: როგორ აცდუნა უორენ ბიტიმ ამერიკა”.
ამ საინტერესო ნაშრომში მოყვანილ ფაქტებს თუ ვერწმუნებით, ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ცხოვრების განმავლობაში სარეცელი 12800 ქალს გაუზიარა.
უორენ ბიტის მიჯნურები სხვადასხვა დროს მადონა, ჯეინ ფონდა, ჯოან კოლინზი, დაიან კიტონი, ჯული კრისტი და სხვა ქალები ყოფილან. საინტერესოა, რომ 21-ე საუკუნის კაზანოვა დაქორწინებულია. მისი მეუღლე მსახიობი ანეტ ბენინგია.
კოლეგას არ ჩამორჩება მეორე სახელგანთქმული მსახიობი ჯეკ ნიკოლსონიც. მისტერ ჯეკმა ორი თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ შესაძლოა რვა ათასი შვილი ჰყავდეს. ხანდაზმულმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ მეტად “ბობოქარი” და აღვირახსნილი ცხოვრება განვლო.
ჯეკ ნიკოლსონს ოფიციალურად ხუთი შვილი ჰყავს ოთხი სხვადასხვა ქალისგან, თუმცა დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო.