ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი მამაკაცის მხრიდან გოგონაზე თავდასხმა იყო, რა დროსაც არასრულწლოვანმა თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.