ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრციულ ერთეულში მდებარე, იური ჩხაიძის კუთვნილ ნაკვეთში, საბრძოლო ჭურვი აღმოაჩინეს და ამ დროისთვის იქ სპეციალურად გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ჩხაიძეს აღნიშნულ ფართობზე მრავალი წელია საქონლის ფერმაა აქვს. ჩვენ ვცდილობდით, ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ფერმის მესაკუთრეს დავკავშირებოდით, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.