დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამინისტროს ორ წლიანი მუშაობა შეაჯამა.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 5 ათას 600-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში მიიღო. ასევე, მთელ ქვეყანაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 38 ობიექტს. საცხოვრებელი ბინით კი დაკმაყოფილდა 900-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
"ძალიან აქტიურად ამოქმედდა ახალი პროგრამები, როგორიცაა სოფლად სახლის პროგრამა და უკვე ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში მარტო 500-ზე მეტი განაცხადია მიღებული და მათ შორის, დაახლოებით 350-მდე ბინაზე დაკმაყოფილებულია, ან 2-3 დღეში გადაირიცხება და ეს ადამიანები შველენ თავიანთ საცხოვრბელებში," – განაცხადა სუბარმა.