რამდენიმე წლის წინ ევროპაში შემდეგი დასახელების წიგნი – „კაცი, რომელმაც შექმნა ჰიტლერი“ ბესტსელერად იქცა.
ამ ნამუშევრის ავტორი ცნობილი ისტორიკოსი დევიდ ლიუსი გახლავთ. ეს პიროვნება ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელმა პროფესორმა ედმუნდ ფოსტერმა ჰიტლერს ზომბირება გაუკეთა.
მომავალი ფიურერის ზომბირება თურმე პირველად 1918 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარა. იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან შთაგონებული ჰქონდა, რომ გაზით შეტევისას მხედველობა დაკარგა, თუმცა ასე სულაც არ იყო.
პროფესორმა ჰიტლერს ჰიპნოზით ჩააგონა, რომ ის მართლა ბრმა იყო, თუმცა მომავალში სულიერი ძალისხმევით შეძლებდა მხედველობის დაბრუნებას. პროფესორმა პაციენტის დარწმუნება შეძლო… და მხედველობაც დაუბრუნდა. ამან გერმანიის მომავალ ლიდერში გააძლიერა რწმენა მისი რჩეულობისა და ზეკაცობის შესახებ.
მოგვიანებით, 1933 წელს, როცა ჰიტლერი პოლიტიკაში აქტიურად შემოიჭრა, პროფესორმა ფოსტერმა სცადა საზღვარგარეთ გამოექვეყნებინა გერმანიის კანცლერის ადოლფ ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტის ნიუანსები და გაეცნო საზოგადოებისათვის თავისი წარმატებული ცდების შესახებ, მაგრამ მან ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. მეცნიერი გესტაპომ სიცოცხლეს გამოასალმა.