სოფელ მერიაში მცხოვრებ საშა ქუტიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო მასალით დაეხმარა.
სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული ქალბატონის საცხოვრებელ სახლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის. საშა ქუტიძემ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დღეს მარტოხელა ქალბატონს სახურავის შესაკეთებლად საჭირო ხის მასალა გადასცა.
(R)