PLUTO – ახალი ბაზა, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირმა წარადგინა, ხელს შეუწყობს UPOV-ის წევრ სახელმწიფოებს ცენტრალიზირებულად მოახდინონ მონაცემების განთავსება და UPOV-ის კოდის მეშვეობით გაუადვილდეთ მცენარეთა ახალ ჯიშებზე ინფორმაციის მოძიება.
ჟენევაში 9 და 10 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, სხვა 11 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, მიწვეული იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის "საქპატენტის" უფროსი ექსპერტი ნანა ფანცხავა (გამოგონების,დიზაინის და ახალი ჯიშების დეპარტამენტი).
იგი გაეცნო ახალი მონაცემთა ბაზის აუცილებელ მოთხოვნებს, ზოგადად ბაზის მუშაობის სპეციფიკას და ახალ პროექტს – “ელექტრონული განაცხადის წარდგენა”.
ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტი მარტში წარედგინება ადმინისტრაციულ კომიტეტს დასამტკიცებმლად.
"საქპატენტის ინფორმაციით, საქართველო, როგორც UPOV-ის წევრი სახელმწიფო, 2008 წლიდან მზად არის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად და 2015 წლის 1 თებერვლიდან PLUTO-ს მონაცმთა ბაზაში განთავსდება ინფორმაცია საქათველოში დარეგისტრირებულ მცენარეთა ახალ ჯიშებზე.