პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვალს ჩხუბი მოჰყვა.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებენ მათ გაშველებას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მსგავსი ფაქტები საქართველოს პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო შემთხვევა.
"აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე იმიტომ შეიგინა, რომ მას ამავე სხდომაზე უმრავლესობის რომელიღაცა დეპუტატმა შეაგინა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ამ ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს", – განაცხადა რატიანმა.