ქალაქ ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპი იწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე:
"თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, თანამშრომელთა დათვლის ფორმულა შეიცვალა და დაემატა 15 საშტატო ერთეული. შესაბამისად, გამოცხადდა მეორე კონკურსი დამატებით შტატებზე. ეს გახლავთ 15 ვაკანტური თანამდებობა ქალაქის მერიაში და განაცხადების გაკეთება მსურველებს, ჩვეულებრივ, დღეიდან შეეძლებათ. კონკურსანტების განცხადების შეტანის ბოლო ვადა 14 იანვარია.
საკრებულოს დაემატა სამი შტატი, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მთავარი სპეციალისტის, ასევე აპარატის უფროსის და მძღოლის შტატი. სამივე თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკვე დანიშნულები არიან", – გვითხრა კობალაძემ.
ვაკანტური ადგილები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში:
ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში.
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი სასამართლო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.
ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ელექტრონული საქმის წარმოების საკითხებში.
ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი კადრების ეფექტური მართვის საკითხებში.
ადმინისტრაციული სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიარულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში.
ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილებაში განყოფილების მთავარი სპეციალისტი ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში.
ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სამსახურის ადმინისტრაციული სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების საკითხებში.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სამშენებლო ზედამხედველობის საკითხებში.
ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში.
ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ტურიზმის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ტურიზმის განვითარების საკითხებში.
ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსი.
აპარატის უფროსი.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში