ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LYRYCA – 25 აბი და GABAGAMA – 18 აბი აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე მ.გ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას. მგზავრი 31 დეკემბერს ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოს.
ასევე აკრძალული მედიკამენტის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“.
აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.რ.-ის ავტომანქანაში მათ 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.