პირველი თოვლი გურიაში შობას მოვიდა. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ამ წუთებშიც თოვს.
თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს მაღალმთიან სოფლებში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დილიდან იწმინდება ცენტრალური გზები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ცენტრალური გზების პარალელურად იწმინდება სოფლის გზებიც:
_ იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ ვიცოდით ამინდის პროგნოზი, ყველა სოფელში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საწვავი რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ, რადგან მუნიციპალიტეტის ტექნიკის ასვლამდე საკუთარი ძალებით მოეხდინათ გზების გაწმენდა. ამ დროისთვის ყველა სოფელში გაწმენდილია გზა. პატარა პრობლემაა სოფელ ზოტში, სადაც უკვე წასულია ტექნიკა და რამდენიმე საათში გზა სრულად გაიწმინდება, _ აღნიშნა კუჭავამ ჩვენთან საუბრისას.
როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გაწმენდილია და შესაბამისად, მოძრაობა თავისუფალია.