"ვგმობთ სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად." _ ასე იწყება წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსნადრე ჭიკაიძემ, ფრანგ კოლეგას ბერნარ კაზენიოვს გაიგზავნა:
_ ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩვენ ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი. ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, _ აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.
ფრანგული მედიის ცნობით, "კალაშნიკოვებით" შეიარაღებულ თავდამსხმელებს სახელზე ნიღბები ეკეთათ და ჯიჰადისტებისთვის ჩვეულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.
თავდასხმამდე ცოტახნით ადრე სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.