თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბულის ორი სავაჭრო ცენტრი გუშინ აფეთქებას გადაურჩა.
აღნიშნულ ცენტრებში მომხმარებლებმა საეჭვო პაკეტები შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცენტრების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პაკეტებში თვითნაკეთი გაზის ასაფეთებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.
სამშაბათს სტამბულის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.