თამარის დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტები, საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
ახალ კორპუსებში მცხოვრები 50 ოჯახი, დღეს, გამაფრთხილებელ აქციაზე შეიკრიბა. მათი განცხადებით, კორპუსების სარდაფებში 1 მეტრი წყალი დგას, რაც გაუსაძლის ნესტიანობას იწვევ. სახურავიდან და კედლებიდან ოთახებში წვიმის წყალი ჩადის, რის გამოც კედლები სოკოთია დაფარული. ერთ-ერთ კორპუსში კი არც ლიფტი მუშაობს.
ეკომიგრანტების ინფორმაციით, მათ ხელისუფლებამ საცხოვრებლად მოუმზადებელი ფართები გადასცა და საკუთარი სახსრებით მისი მოწესრიგება მხოლოდ ნაწილმა შეძლო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მათი ინფორმაციით, ამ დრომდე ელოდებიან მთავრობისგან 1000 ლარიან დახმარებას, რომელსაც მათ ხელისუფლება დაჰპირდა.